უკვე რამდენიმე წელია რაც ვთანამშრომლობთ კომპანია PSH-თან რომლის ერთ-ერთი ბრენდია პლუს ლაინი. PSH 25 წელზე მეტ გამოცდილებას ფლობს ავტო ინდუსტრიაში და თავის ქარხნებში აწარმოებს მაღალი ხარისხის ავტონაწილებს ევროპული სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით რაც შესაბამისად ამ ნაწილების გამძლეობაზეც აისახება. პლუს ლაინის ავტონაწილები დაბალი, 0.7% დეფექტურობით გამოირჩევა.
პლუს ლაინის ბათუმის და თბილისის მაღაზიებში და საწყობში დაგხვდებათ ავტომობილის სტარტერების და მათი სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანი, ისეთი ავტომობილს ბრენდებისთვის როგორებიცაა: BMW, Mersedes, Ford, OPEL და სხვა. გარდა სტანდარტული ავტონაწილებისა, ასევე ხელმისაწვდომია სპეც. ტექნიკის, ნავების, გემების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების სტარტერები და მათი ნაწილები.
ბათუმის და თბილისის ფილიალებში ასევე დაგხვდებათ ავტომობილის გენერატორების და მათი სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანი, მისაღებ ფასებში. ჩვენი ნაწილები ხშირად მეორად ნაწილებზე უფრო იაფი და ბევრად გამძლეა, ხოლო თუ კი დიდი ქალაქებისგან მოშორებით, რეგიონში იმყოფებით, ავტონაწილები კი დეფიციტურია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ავტონაწილების 2-3 დღეში მოწოდებას პირდაპირ კარზე ან სადაც მიგვითითებთ.
SELECTED სერიის ნაწილებზე მოქმედებს 12 თვიანი გარანტია
ORIGINAL სერიაზე 24 თვიანი გარანტია
PRO სერიაზე კი 36 თვიანი გარანტია