ბათუმი, ლერმონტოვის 82, ტაქსო პარკი
ბათუმის სტარტერების და გენერატორების ავტონაწილების მაღაზიის ისტორია 2010 წელს იწყება, როდესაც ბათუმში დეფიციტური და ხშირად ხელმიუწვდომელი მაღალი ხარისხის სტარტერების, გენერატორების და მათი სათადარიგო ნაწილების შემოტანა დავიწყეთ ევროპელი პარტნიორებისგან, მაღაზია კი ტაქსოპარკის ტერიტორიაზე გავხსენით, სადაც დღემდე ვემსახურებთ ჩვენს მომხმარებელს. უკვე 15 წელია რაც ბათუმსა და დასავლეთ საქართველოში ავტომფლობელებს საუკეთესო ნაწილებით ვამარაგებთ.
2024 წლიდან მაღაზიის გაფართოება და თბილისში გახსნა გადავწყვიტეთ რათა აღმოსავლეთ საქართველოშიც გავხადოთ შესაძლებელი მაღალი ხარისხის სტარტერების, გენერატორების და მათი სათადარიგო ნაწილების შეძენა. ჩვენი თბილისის მაღაზიის პოვნა ელიავას ბაზრობის პირველ სექტორში შეგიძლიათ.
თბილისი, ელიავას ბაზრობა, სექტორი 1, მაღაზია #20
ჩვენი მაღაზიის შემდეგი მიზანია ინტერნეტ სივრცის ათვისება და ავტონაწილების მოწოდების გამარტივება საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მარტივი ონლაინ შესყიდვის მეშვეობით, ასევე მიზნად გვაქვს ასორტიმენტის გაფართოება და ეკოლოგიურად წარმოებული (მეორადი, გადამუშავებული ავტონაწილების შემოტანა)