გენერატორი მანქანის ის ნაწილია რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრონულ ენერგიად. ავტომობილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მუდმივი დენის წყაროს ქონა აუცილებელია. აკუმულატორი მნიშვნელოვანი და აუცილებელია გამორთული ავტომობილის ასამუშავებლად, ხოლო მოძრაობაში მყოფ ავტომობილს, ფუნქციონირებისათვის სჭირდება გამართული გენერატორის ქონა. გენერატორის მიერ გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას ავტომობილის თითქმის ყველა კომპონენტი მოიხმარს, მათ შორის შიდა და გარე განათება, საჭე (თუ კი ელექტროა), შუშის აწევის და დაწევის მექანიზმი, სავარძლის გათბობა, რადიო და სხვა.
ფარების განათება, ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია გენერატორის კარგი თუ ცუდი მდგომარეობის. რადგანაც გენერატორი ელექტრო ენერგიის პირდაპირი წყაროა, გენერატორის დაზიანების შემთხვევაში ის არათანაბარ ელექტრო ენერგიას გამოსცემს რაც ფარების განათების უნებლიე ციმციმით, სიკაშკაშის კლებით ან უეცარ და უკონტროლო მატებაში გამოიხატება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მკვდარი აკუმულატორიც შეიძლება ერთ-ერთი ნიშანი იყოს გენერატორის პრობლემისა, რა თქმა უნდა აკუმულატორის დაჯდომის მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ერთ-ერთი ხშირი მიზეზი არასწორად მომუშავე გენერატორია. გენერატორი ან საკმარის ენერგიას არ აწვდის აკუმულატორს, რაც მას ვერ მუხტავს და მის სწრაფ დაჯდომას იწვევს, ან საერთოდ არ აწვდის და აკუმულატორი თავისით კვდება.
ასევე გენერატორის დაზიანების მანიშნებელია შუშის ელექტრო მექანიზმი, რადიო და სხვა ელექტრო მოწყობილობების შეფერხებული ან გაძნელებული მუშაობა.
ავტომობილში და არა მხოლოდ, სტარტერი ძრავის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სტარტერის მთავარი ფუნქცია ავტომობილის დაქოქვაა. სტარტერი ძირითადად შიდაწვის (საწვავზე მომუშავე) ძრავებში გამოიყენება და მისი ფუნქციაა ძრავს დაეხმაროს ამუშავებაში რადგანაც ძრავს თავისით დატრიალება და ფუნქციონირება არ შეუძლია. სტარტერი ფაქტობრივად შუამავლის როლშია ძრავს და ავტომობილის მძღოლს შორის. ძრავის ამუშავების შემდეგ, სტარტერს თავისი ფუნქცია შესრულებული აქვს და ძრავა დამოუკიდებლად განაგრძობს ფუნქციონირებს.
იმ შემთხვევაში თუ კი სტარტერი დაზიანებულია, ხშირად მძღოლები, სხვების დახმარებით მანქანის დაგორებას ცდილობენ რაც იგივე მოქმედებას ასრულებს რასაც მუშა მდგომარეობაში მყოფი სტარტერი, ანუ ძრავში შიდაწვის პროცესების დაწყებას.
ძრავის არ დაქოქვა ყველაზე ხშირი ნიშანია დაზიანებული სტარტერის, თუმცა ვერ დაქოქვის სხვა მრავალი მიზეზიც შეიძლება იყოს, მათ შორის ძრავის კომპონენტების დაზიანება, დამჯდარი აკუმულატორი და სხვა, ამიტომ აუცილებელია დიგანოსტიკის გავლა რათა პრობლემის ზუსტი მიზეზი დადგინდეს და ტყუილუბრალოდ არ გამოცვალოთ სტარტერი ან სხვა ნაწილი.
თუ კი ძრავა გაჭირვებით იქოქება, ამ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია სტარტერის პრობლემის ვიდრე პირველ შემთხვევაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ავტომობილის დიაგნოსტიკის გავლა.
ხახუნის ხმა როდესაც ძრავს ამუშავებთ. ალბათ გაგიგიათ ხახუნის ხმა გასაღების გადატრიალებისას? ესეც ერთ-ერთი ნიშანია დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული სტარტერის.